logo_geo
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა
- +

11 სექტემბერი. 2020. 22:28

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში - ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან - სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში.

მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ, ჯერ ექიმიც არ მინახავს.

ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან, რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.

დავემატე ხვალინდელ სტატისტიკა, გურამ როგავა, რომ გამოაცხადებს.

 

 

big_banner
არქივი