logo_geo
ამირან სალუქვაძე: ჩახალიანი აღარაა ჩვენი მოქალაქე და დიდი ხანია იმყოფება სომხეთში
- +

9 ოქტომბერი. 2020. 22:34

 

 

აზერბაიჯანის მედიაზე დაყრდნობით ჩვენი მედია ახდენს  ინფორმაციის ტირაჟირებას ჩახალიანთან დაკავშირებით, თითქოს ის საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

ჩახალიანი აღარაა ჩვენი მოქალაქე და დიდი ხანია იმყოფება სომხეთში. ის რამდენჯერმე იქნა ერევანში დაკავებული ადმინისტრაციული წესით. იხილეთ ინტერნეტში“, - დასძენს სალუქვაძე.

 

 

 

big_banner
არქივი