logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: მსოფლიოში პანდემიების დასრულება შესაძლებელი იყო ან ძალიან დიდი მსხვერპლის წილად, ან მხოლოდ ვაქცინაციით
- +

12 თებერვალი. 2021. 03:07

 

ინფექციონისტ-იმუნულოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, უფრო მალე დასრულდება ქვეყანაში ეპიდემია.

 მისი თქმით, ვაქცინაცია არის მედიცინის მიღწევებს შორის სამეულში.

 

„მსგავსი მასშტაბის სამედიცინო მიღწევა კაცობრიობას არ აქვს.

უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, არ არსებობდეს წითელას ვაქცინა, წელიწადში დაიღუპებოდა წითელათი ან მისგან გამოწვეული გართულებებით 2 მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი.

დღეს ეს სიკვდილიანობა არის 140 ათასი. მსოფლიოში პანდემიების დასრულება მხოლოდ შესაძლებელი იყო ან ძალიან დიდი მსხვერპლის წილად ან მხოლოდ ვაქცინაციით. ჩვენ ძალიან გვესმის, რომ ვაქცინაც მედიკამენტია და გვერდითი მოვლენა მასაც გააჩნია, მაგრამ ბუნებრივად გამოწვეული დაავადების გვერდითი მოვლენები და გვერდითი ეფექტები რაც შეიძლება კორონავირუსთან შეხვედრამ ამ ნებისმიერ ინფექციასთან შეხვედრამ ადამიანს დაუზიანოს, არ შევადაროთ ახლოსაც კი იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელსაც იშვიათ შემთხვევებში, როგორც მედიკამენტი, ვაქცინაც იწვევს.

ვიცით, რომ 18 წლამდე ბავშვები ამ ვაქცინას ვერ გაიკეთებენ, ორსულები ვერ გაიკეთებენ. ამიტომ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ბუნებრივად ვერ იკეთებს ამ ვაქცინაციას. ჩვენზე არის ორი პასუხისმგებლობა, ერთი როგორც ჩვენზე, საკუთარ თავზე და მეორე იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ბუნებრივად არ შეუძლიათ ვაქცინების გაკეთება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

big_banner
არქივი