logo_geo
ლევან ღვინჯილია: ტელეჟურნალისტებო და სხვანო, ოღონდაც  ფული  გადაგიხადონ  და, შეგიძლიათ  ნებისმიერი უაზრობა  გაავრცელოთ?
- +

13 მარტი. 2021. 02:17

 

 

 ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

“ტელეჟურნალისტებო  და  სხვანო! 

 

ერთხელ  და სამუდამოდ  დაიმახსოვრეთ, რომ "სპონსორი" არის ფიზიკური ან იურიდიული პირი  და  მას  დაესმის  კითხვა - "ვინ?", ამიტომ შეუძლებელია, გადაცემის  სპონსორი  იყოს:

 

~ ამოსახველებელი  საშუალება "ეხინასალი";

~ ქალის  ჰიგიენური  პაკეტი  "ოლვაის  ულტრა";

~ გაყინული  ქათამი "ბიუ" {და  საერთოდ, ნებისმიერი  ქათამი, გოჭი  ან  ინდაური};

~ლიმონათი  ან  ლუდი;

~საღეჭი  რეზინი "დიროლი" ან  სხვა  რომელიმე.

~პამპერსი, მიუხედავდ  იმისა რამდენად  კარგად   იკავებს  ის  ბავშვის  შარდსა  და  განავალს.....

 

ძნელია  ამის  დამახსოვრება? გიფიქრიათ,  რა  დონის  სისულელეების  ტირაჟირებას ახდენთ ყოველდღიურად  და  აბინძურებთ  ჩვენს  უნიკალურ  ენას???

 

"სახელმიფო ენის  დეპარტამენტს"  რომ  სძინავს, ამას ვხედავთ, მაგრამ  დანარჩენები  ყველანი  გადამთიელები  ხართ, რომ  ამას  ვერ  ხვდებით??? 

 

თუ, ოღონდაც  ფული  გადაგიხადონ  და, შეგიძლიათ  ნებისმიერი უაზრობა  გაავრცელოთ? ამაში  იღებთ  ხელფასს  და  სპონსორების  მიერ  ჩარიცხულ  დივიდენდებს?

 

საწყალი  კიკუ  გამახსენდა: "ფარა,  ბაბაია, ფარა!  ბევრი  ფული  აქვთ  იმ კაცებს"....”, - წერს ღვინჯილია.

 

big_banner
არქივი