თინა ხიდაშელი სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და თავს უკეთ გძნობს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
“დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. (დათო უკვე ერთი კვირაა გამოწერეს!) მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!
დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის!მადლობა !!!!”- წერს ხიდაშელი.