„არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება!“, - ამის შესახებ პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არანაირი კავშირი კონკრეტულად „ფაიზერის“ ვაქცინასთან ამ რეაქციას (როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული ) არ აქვს! ყოველ შემთხვევაში მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე …
აშშ – ში დაფიქსირდა 15.500 პაციენში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების (ისიც „მოდერნას“ ვაქცინაა ნახსენები და არა „ფაიზერის“ )
ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც …
არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის (შეშუპება, შეწითლება ) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს, მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში …“ - წერს ექიმი.