„დადგა გაზაფხულის თბილი ამინდები, სითბოს დადგომასთან ერთად აქტიურდებიან სხვადასხვა მწერები და ტკიპები. აუცილებელია და მნიშვნელოვანია თავის დაცვა მათი კბენისგან, ასევე ბავშვების დაცვა,“ - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია რეკომენდაციას ავრცელებს.
„მწერების და ტკიპების ნაკბენით შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სახიფათო და რთული ინფექციები, როგორიცაა, მაგალითად ლაიმის დაავადება (ბორელიოზი). ინფექციის და სხვა გართულებების განვითარების პრევენცია პირველ რიგში კბენისგან თავის დაცვაა.
ამისათვის საჭიროა მწერების რეპელანტის (Insect Repellents) გამოყენება. როგორ უნდა ავარჩიოთ რეპელანტი და როგორ უნდა მისი გამოყენება?
DEET გვხვდება სხვადასხვა კონცენტრაციით. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ხანგრძლივია დაცვა.
როგორც წესი რეპელანტი 10–35% DEET-ის შემცველობით ადექვატურად იცავს.
უფრო მაღალი კონცენტრაციით რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში, ან იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით ინფექციების გადამტანი ტკიპების არსებობის ენდემურ ზონაში.
რეპელანტები შესაძლებელია პირდაპირ გამოყენებულ იქნას უშუალოდ კანზე, ტანსაცმელზე, ფანჯრებზე, მწერებისგან დამცავ ბადეებზე, ტენტებზე, საძილე ტომრებზე.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებით, რეპელანტი 30%-მდე DEET-ის შემცველობით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში 2 წლიდან.
ზოგადი გამოყენების პრინციპები:
სწორი გამოყენების პირობებში რეპელანტი სრულიად უსაფრთხოა და ძალზედ ეფექტურია მწერების და ტკიპების კბენისგან თავის დასაცავად.
ამით ჩვენ მოვახდენთ სხვადასხვა ინფექციების და გართულებების პრევენციას. უკვე არსებული ნაკბენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გაიაროთ კონსულტაცია“, – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.