logo_geo
დავით ქართველიშვილი: რად გვინდა კინო? ყოველდღე ისეთი სიურეალიზმია გარეთ, რაის "ამარკორდი" და ფელინი?
- +

2 ივნისი. 2021. 02:27

 

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გენიალური ეპიზოდია "ლაზარეში" - საღამოს ლოცვის შემდგომ მღვდელი და დიაკვანი ვახშმობენ, და ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. შეზარხოშებული მამა ენუქი აგრძნობინებს დიაკვანს, რომ ხვალე არაფრის თავი არ ექნება და ამით კახი კავსაძის გმირში სანუკვარ და ჯერჯერობით განუხორციელებელ ამბიციას აღძრავს:

- მამაო ენუქ! მამაო ენუქ! შენ ხვალ წირვაზე არ წახვალ!

- ხო... ხო, არ წავალ, არა...

- წირვაზე წავალ მე!!!

მერე რა, რომ დიაკვანი ვერ წირავს - რომ უნდა? ამ შემოდგომასაც როგორც ჩანს ეპარქიების ნაწილი დაცარიელდება, მრევლი წირვის გარეშე დარჩება - დიაკვან/ეპისკოპოსებიანად ნაწილი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ, ამით ნუ შეშინდებით - ვისაც ოდნავ მაინც გვისტიქაროსნია ან გვიმედავითნია - ჩავანაცვლოთ ხელდასხმული პოლიტიკოსები და "ვწიროთ", რა გაეწყობა?!

ქართული უკვდავი კინემატოგრაფის მძიმე დღეებს მივტირით - მაგრამ რად გვინდა კინო? ყოველდღე ისეთი სიურეალიზმია გარეთ, რაის "ამარკორდი" და ფელინი?“, - წერს ქართველიშვილი.

big_banner
არქივი