logo_geo
ზაალ ანჯაფარიძე: სუფთა ქართული სიტუაცია შეიქმნა ნამახვანჰესზე - ორივე მხარე აცხადებს რომ დიალოგი სურს, მაგრამ დიალოგზე რატომღაც არ მიდის
- +

3 ივნისი. 2021. 02:34

 

 

„სუფთა ქართული სიტუაცია შეიქმნა ნამახვანჰესზე მხარეების დიალოგთან დაკავშირებით. ორივე მხარე აცხადებს რომ დიალოგი სურს, მაგრამ დიალოგზე რატომღაც არ მიდის და გრძელდება ბაგირის გადაწევ-გადმოწევა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

„რატომ?

მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, აქ საქმე იმაშია, რომ დიალოგს კეთილსინდისიერება სჭირდება და როდესაც ამის დეფიციტია, ბუნებრივია დიალოგი ვერ შედგება.

მეორეც, დიალოგი არ ნიშნავს რომ ერთმა მხარემ მეორისგან ყველაფერი უპირობოდ უნდა მიიღოს, ისე რომ უფლება არ ჰქონდეს ეჭვის ქვეშ დააყენოს რაღაც-რაღაცეები.

ნამახვანჰესის შემთხვევაში მხარეები როგორც ჩანს ამ წესებს არ ცნობენ და შესაბამისად დიალოგიც არ და ვერ იწყება“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

big_banner
არქივი