logo_geo
ირმა ინაშვილი: პარტნიორობა და ბატონობა ნუ გერევათ ერთმანეთში!
- +

6 ივლისი. 2021. 00:41

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„საქართველოში ჩამობრძანებულ ელჩებს ჩვენი სამშობლო, ეტყობა, მარტო ღვინო, ჩურჩხელა და ხაჭაპური ჰგონიათ.

 

დიდმოწამეთა დასის ქვეყანა ვართ, ბატონებო და ქალბატონებო. ნება იბოძეთ და პატივი ეცით ჩვენს მრწამსსაც, ჩვენს სახელოვან ისტორიასაც და ჩვენს კონსტიტუციასაც, რომელსაც ჩვენ კი არ ვარღვევთ, თქვენ გადაამეტეთ აშკარად თქვენს კომპეტენციას და გგონიათ, რომ ეს კონსტიტუციაც თქვენია და ეს ქვეყანაც თქვენია.

 

თქვენი არაა და ვერ იქნება, ჩვენია, ქართველი ხალხისაა, საქართველოს მოქალაქეებისაა. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას თავი დაანებეთ და თქვენს ქვეყნებს მიხედეთ. პარტნიორობა და ბატონობა ნუ გერევათ ერთმანეთში. გასაკვირია ნამდვილად, რომ დიპლომატებმა ასე დაკარგეთ რეალობის განცდა და იმ ქვეყნის შეგრძნება, სადაც ხართ ჩამობრძანებულნი“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

big_banner
არქივი