logo_geo
ზურა სიხარულიძე: რა კარგი იქნებოდა, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს ამ ქვეყანაში...
- +

3 აგვისტო. 2021. 02:33

 

 

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორი ტოქსიკური გარემოა აქ და ქვეყანაში ზოგადად. უბედურება უბედურებაზე ხდება. ადამინები იბრძვიან ძალაუფლებისთვის და თავის გზაზე ანადგურებენ ყველაფერს.

ყველა მხარე ტოქსიკურია. ისე, რა კარგი იქნებოდა, რომ ყველა არ იყოს პოლიტიკოსი, ან ექსპერტი, ან ექიმი და ყველამ თავისი საქმე აკეთოს ამ ქვეყანაში. რა ბედნიერება იქნება, რომ ბოლობოლო გავერკვეთ საით ვართ, და რა გვინდა.

გაიხლიჩა ეს ქვეყანა და ეს ხალხი; ზიზღი, ჭორები, უნდობლობა დაცინვა... 30 წელია გარდამავალ პერიდში ვართ, რითი ვერ გადავტყდით ერთი რაააა?

ამ ნატომ და ევროპამაც ქნას რამე ბოლობოლო რა, არ წაიღეს ტვინი. არანაკლები იყო პრიბლატიკა და მიიღეს  და დალგდა ეს ქვეყნები და ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი, რომ არ დასრულდა ეს პროცესი არასოდეს!

მოკლედ ტოქსოურია ეს გარემო და ქვეყნაშიც ზიზღის სუნი დგას და ბოროტება ხდება. დავიღალე მართლა“, - წერს სიხარულიძე.

 

 

big_banner
არქივი