logo_geo
ნინო ჯღარკავა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთი დილაც გათენდებოდა და...
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:04



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საკუთარ facebook-გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთი დილაც გათენდებოდა და ჩემი ბინის კრედიტი გადასახდელი არ მექნებოდა 15 წლის მანძილზე, აი, მოხდა სასწაული და ერთმა უაღრესად კეთილმა ადამიანმა, რომელიც არც პოლიტიკოსია,არც მომავალი პოლიტიკოსი,უბრალოდ ერთი ძალიან კეთილი ფერიაა, გადაწყვიტა, ჩემთვის ასეთი სიურპრიზი მოეწყო! დაიჯერეთ, რომ სასწაულები მაშინ ხდება, როცა ამის ძალიან გჯერათ, მეც მჯეროდა, მჯეროდა და უცებ ჩემს თავს მოხდა ასეთი სასწაული! მადლობა, უფალო, ამისთვის! ეს ინკოგნიტო ადამიანი კი ასეთ უამრავ სიკეთეს აკეთებს და ბედნიერია, როცა ახარებს ადამიანებს! ღმერთმა მუდამ გახარებული ამყოფოს ჩემი ასეთი ბედნიერებისთვის!" - წერს ჯღარკავა.

 

 


 

big_banner
არქივი