logo_geo
გიორგი უძილაური: ბანკების ლოგიკა...
- +

28 ნოემბერი. 2016. 20:12


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბანკების ლოგიკა: მაღალი საპროცენტო განაკვეთები იმიტომ გვაქვს რომ ქვეყანაში გადახდის მაღალი რისკებიაო.


მაღალი რისკები იმიტომაა რომ საპროცენტო განაკვეთებია მაღალი და ბანკების/მოკროსესხების პროპაგანდის ბადეში გახვეული ასობით ათასი ადამიანი ვერ იხდის მათ.

 

ვისი ბრალია? პირველ რიგში გაზულუქებული და უპასუხისმგებლო ბანკების, რომლებიც მდიდრდებიან მოსახლეობის გაჭირვებაზე და ფინანსურ უკულტურობაზე.

 

მეორე რიგში სახელმწიფოს ბრალია, ბანკები ძლიერი ინსტიტუციები არიან და სახელმწიფო ერიდება მათ შეზღუდვას.

 

მესამე რიგში მოქალაქეების, რომლებიც ზოგჯერ გამოუვალი მდგომარეობის ზოგჯერ კი ფულის ადვილი შოვნის გამო თავს ყოფენ მონობასა და მძევლობაში და წლების განმავლობაში მუშაობენ ბანკებისთვის.

 

ბანკების უპასუხისმგებლობა ხალხის წინაშე არა მხოლოდ მორალური, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ეს არ ამართლებს კრედიტებში თქვგაყოფილ ადამიანებს რომლებიც ნებით დათანხმდნენ მაღალ %-ებს, მაგრამ ბანკები ინსტიტუციებია და მათი სიხარბე პირველ რიგშია ასალაგმი. მეორე რიგში სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ფული მოსახლეობის ფინანსური კულტურის ამაღლებაში. მოკლედ, სიტუაციაში როცა თან ყველა მართალია და თან ყველა მტყუანი, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ. სხვაგვარად არასდროის იქნება ისე როგორც ევროპაში სადაც საპროცენტო განაკვეთები 1-8% -ს შორის მერყეობს.

 

მაღალ რისკებს ქმნიან ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და არა ხალხი. ეს რისკები დადაბლდება თუ დადაბლდება % და საბოლოოდ იხეირებს ყველა, ხალხიც, ბანკებიც(უფრო მოკრძალებული მოგებით, სამქგიეროდ პასუხისმგებლობით) და ქვეყანაც სადაც კრედიტები დაიფარება და სიმდიდრეც გაიზრდება. თუ არადა ყველა წააგებს",- წერს უძილაური. 


 

big_banner
არქივი