-
+
28 ნოემბერი. 2021. 00:42
სამეცნიერო ჟურნალისტი, ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში იმ სტერეოტიპებზე წერს, რაც ბავშვების ძუძუთი კვებას უკავშირდება.
,,სრულიად ამაზრზენია, რაც ,,ქალების შოუში” ილაპარაკეს საჯაროდ ძუძუთი კვების შესახებ. ზოგი ბოდიშსაც არ იხდისო – თურმე საბოდიშო ყოფილა შვილის კვება. ხანდახან მგონია, რომ განვითარების რაღაც დონეს მივაღწიეთ და მერე უცებ ისეთ რაღაცას დააბრეხვებს ვინმე საჯაროდ, პაკისტანში და ირანშიც რომ არ იტყვიან.
- ევოლუციას ძუძუ არ შეუქმნია იმისთვის, რომ კაცები დატკბნენ, მეტიც, სარძევე ჯირკვალი საერთოდ არაა სასქესო ორგანო, არამედ მათი პირველადი ფუნქცია სწორედ რომ ახალშობილის კვებაა.
- ახალშობილები ხშირად ჭამენ, საშუალოდ ყოველ 90 წუთში ერთხელ. ქალი არაა ვალდებული, რომ წავიდეს და სადმე დაიმალოს იმის გამო, რომ თურმე ვიღაცას ძუძუს დანახვა არ სიამოვნებს ან კიდევ ბავშვი აშიმშილოს.
- საჯარო სივრცეებში ძუძუთი კვება უნდა იყოს წახალისებული; დედები ხშირად ამუნათებენ ამ სრულიად ნორმალური ბიოლოგიური პროცესის გამო”, – წერს ჟურნალისტი.