logo_geo
გია გაბრიჭიძე: „პრეზიდენტი“ მარგველაშვილი „პრეზიდენტ“ სააკაშვილს უნდა შეხვდეს...
- +

23 დეკემბერი. 2021. 17:31

 

 

პენიტენციური სამსახურის მიერ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვას ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„პრეზიდენტი“ მარგველაშვილი „პრეზიდენტ“ სააკაშვილს უნდა შეხვდეს.

 

კარგი, დავანებოთ თავი იმას, თუ როგორი პრეზიდენტები იყვნენ და უბრალოდ ვთქვათ:

 

  1. უკვე დამტკიცებული ბრალის მქონე და სხვა დანაშაულებებზე ძიებაში მყოფ კრიმინალს უნდა შეხვდეს „ხათრით არჩეული“ ტიპი და ეს შეხვედრა უნდა წარმოჩინდეს როგორც დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი?

 

  1. რა თემაზე უნდა იბაასონ?

 

  1. ვინ იქნება „საუბრის“ „ხაზეინი“, ანუ ვინ წაიყვანს „დიალოგს“?

 

  1. რამდენად სასარგებლოა ეს შეხვედრა საქართველოსთვის?

 

  1. რა შედეგს ელოდებიან „შეხვედრის მხარეები“?

 

  1. სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას, ამ ორი უსაქმურის შეხვედრა იყოს მისი დღის წესრიგი თუნდაც 12, 15, 17, 18 და 21 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების მიერ დათმობილი დროის განმავლობაში, მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი კარგი რამ ხდება?

 

ვინც ვერ ხედავთ, დაელოდეთ მარგველას და მიHას შეხვედრას და იოცნებეთ.

 

კიდევ არის რამდენიმე საკითხი, მაგრამ იმდენად სულელურია, წერა მეზარება“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

big_banner
არქივი