logo_geo
რეზო ამაშუკელი: ღია წერილი ჩემს ზურაბ წერეთელს!
- +

23 დეკემბერი. 2021. 20:29

 

 

პოეტი რეზო ამაშუკელი სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც ზურაბ წერეთელს უძღვნის.

 

 

„ღია წერილი ჩემს ზურაბ წერეთელს!

ძვირფასო ზურაბ, 25 წელიწადია არ მინახიხარ.

ბოლოს, ბელას იუბილეზე შევხვდით და როგორც ყოველთვის

სცენაზე ამოხვედი კულისებში და ეს ყველაფერი დიდი კონვერტით დამთავრდა რა საკვირველია.

შემდგომ, მე და ვალერი მუქერიამ თავზე წამოვიცვით "მეწელიცა",  იცი შენ ეს რასაც ნიშნავს.

დღე არ გასულა, რომ შენი სითბო, შენი ძმობა და შენი სიყვარული,მე არ მეგრძნო.

ამიტომ,მიუხედავად ამ დიიდი მანძილისა, რომელიც მე და შენ გვაცილებს, ყოველთვის მახსოვხარ, მიყვარხარ! და არაფერს არ ნიშნავს

ჩემი მადლობა იმასთან შედარებით, რაც შენ ჩემი, და ჩემი ოჯახისთვის და არამარტო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის გაქვს გაკეთებული.

აქ, უნიჭოები ისევ ჭრიჭინებენ ხანდახან, ზოგი ჟირაფს ხატავს, ზოგი ვაშლებს, მაგრამ არცერთია ფიროსმანი და არც მეორე სეზანი,

შენი მაშტაბი შეუდარებლად დიდია.

არარსებობს მსოფლიოში არცერთი კუთხე, სადაც შენი ქართველობის, შენი კაცობის,შენი დიდი ნიჭის კვალი არ დაგემჩნია.

დაწყებული ნოტრდამის კუძნულზე, ესეიგი იქ სადაც შუაგულ პარიზში დგას შენი პავლე, ის პოლონელი, რომელმაც ბევრი რამე შეცვალა მშოფლიოში,

გარდა ამისა, დიდი პიკასოთი დაწყებული, რომელზედაც მე მანინცდამაინც არ ვგიჟდები მაგრამ პიკასო,პიკასოა და ჩვენი პიკო ნიჟარაძით დამთავრებული, რომელიც

მე სიგიჟემდე მიყვარს შენსავით, მაგრამ ყველა შენი მეგობარი და შენგან აღიარებული იყო. ასევე მახსოვს,კართაგენის დათვალიერების შემდეგ, გემზე როდესაც

ტუნისში ვიდექით, უცებ რუსმა ტურეისტებმა დაიწყეს ყვირილი, ცერეთელი! ცერეთელი!

მე გამოვარდი და ვხედავ შენ და შაგალი საუბრობდით და რომელიღაც ვიტრაჟს ათვალიერებდით. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს, როდესაც შენ რუსმა

მხატვრებმა, კიდევ ერთხელ ხუთი წლით აგირჩიეს ისე, რომ არცერთი ხმა არ გაშავებულა და ყველამ ერთხმად გაღიარა.

ეს მინდა მოგილოცო არამარტო შენ არამედ ქართველებსაც. იმიტომ, რომ ქართველი სადაც არის, ყველგან ქართველია.

არ მახსოვს, არცერთი დიდი მოღვაწე, არცერთი დიდი პოლიტიკოსი, ვინც მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა, რომლის მასპინძელიც შენ არ ყოფილიყავი შენს

სახელოსნოში. შენ კი ჩუმად იღიმებოდი და თესავდი სიკეთეს, სიკეთეს და მხოლოდ სიკეთეს.

მიყვარხარ ძმაო, მეტი რა გითხრა, კორონა დამეჯახა, წამაქცია და დამანგრია. თუ ფეხზე დავდექი, მე გადაწყვეტილი მაქვს, ისე მოგეფერო, როგორც გეკადრება და

გისურვო დიდხანს სიცოცხლე იმიტომ, რომ შენ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში სიცოცხლე აჩუქე, მარტო რამდენი მილიონის წამლები დაარიგე, იმ ხალხს

დაურიგე ვისაც არ იცნობდი, ვინც არ გაინტერესებდა როგორც მადლიერების გამომთქმელი შენს მიმართ არამედ შენი გულუხვობით. მაგრამ ყველაზე დიდი, რაც

მთავარია ჩემთვის ისა არის, რომ შენი დიდი მაშტაბი, შენი დიდი ზეგავლენა მონუმენტურ ხელოვნებაზე ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია.

ეხლა კი გკოცნი და გეხვევი, და მაქვს იმედი, რომ ფეხზე დავდგები და ისე მოგეფერები, როგორც ეს შენს კაცობას და ქართველობას ეკადრება.

შენი რეზო ამაშუკელი.“- წერს რეზო ამაშუკელი.

 

 

big_banner
არქივი