logo_geo
Pfizer-ის ხელმძღვანელი: კითხვა ის კი არ არის გაქრება თუ არა ეს ვირუსი, არამედ შევძლებთ თუ არა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუბნდეთ - მჯერა, რომ შევძლებთ
- +

17 იანვარი. 2022. 16:28

 

„კითხვა ის კი არ არის გაქრება თუ არა ეს ვირუსი, არამედ შევძლებთ თუ არა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუბნდეთ - მჯერა, რომ შევძლებთ,“ - განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში.

 

„არავინ იცის, გამოიწვევს თუ არა „ომიკრონი“ შტამი კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებას. პანდემიის დაწყებიდან უამრავი სიურპრიზი გვქონდა. არ მინდა პესიმისტი ვიყო, თუმცა ალბათ წლების განმავლობაში მოგვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება, რომლის აღმოფხვრაც ძალიან რთულია. იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მას შეუძლია რამდენჯერმე დააინფიციროს ერთი და იგივე ადამიანი და ისე განიცადა მუტაცია, რომ ბერძნული ანბანი ხელახლა აღმოვაჩინეთ. კითხვა ის კი არ არის გაქრება თუ არა ეს ვირუსი, არამედ შევძლებთ თუ არა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუბნდეთ. მჯერა, რომ შევძლებთ. ჩვენ მალე შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ამის მისაღწევად ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს: ტესტები, ძალიან ეფექტური ვაქცინები და სამკურნალო პრეპარატები“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

big_banner
არქივი