logo_geo
ბიძინა გიორგობიანი: ბაქრაძის უკბილო ხუმრობას აყოლილებს მინდა ვუთხრა...
- +

28 ნოემბერი. 2016. 23:49



დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:


„ბაქრაძის უკბილო ხუმრობას აყოლილებს მინდა ვუთხრა: ჰეჯირება (Hedging) სავალუტო-ფინანსური რისკების დაზღვევაა და არაფერი „საღლიცინო" ამაში არ არის, რომ მინისტრი მეწარმეებს მის გამოყენებას ურჩევდეს. (Hedging) ჰეჯირება რისკების შემცირების ინსტრუმენტია და ფასიანი მომსახურებაა, ჰეჯირების ობიექტია საქონელი ან ფინანსური აქტივი. სხვა საქმეა რომ წვრილმან მევახშეთაგან მსესხებელი ამ მომსახურებით ვერ ისარგებლებს, მეწარმე კი ასეთ ცოდნას უნდა ფლობდეს, ან ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი",- წერს გიორგობიანი. 


 

big_banner
არქივი