logo_geo
რობერტ სტურუა: დიდი მაესტრო ასი წლის გახდა!
- +

5 თებერვალი. 2022. 19:58

 

რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ბატონი მიშა!

ჩემი უძვირფასესი მასწავლებელი!

დიდი მაესტრო ასი წლის გახდა!

წარმოგიდგენიათ - 100 წლის!

გამიკვირდა!

ჩემთვის თუმანიშვილი ისეთი დარჩა, როგორიც პირველ ლექციაზე ვიხილეთ!

უნდა მოგახსენეთ, რომ ჩვენმა რეჟისორების ჯგუფმა თეატრალური ინსტიტუტის რექტორთან შევედით და მოვახსენეთ:

“ლექციებზე აღარ ვივლით, თუ ბატონი მიშა თუმანიშვილი რეჟისურას არ გვასწავლის!”

ეტყობა შეეშინდათ გაფიცვის და ორ კვირაში ჩვენთან იყო!

პირველ ლექციაზევე ზერელად, მაგრამ ბრწყინვალედ აგვიხსნა რას უნდა ვემსახუროთ მთელი ცხოვრება!

ვცდილობ, მაგრამ…

100 წელი!

რატომ მიკვირს?

მეც სულ მალე ასი წლის ვხდები!

მ ა დ ლ ო ბ ა,   ბ ა ტ ო ნ ო    მ ი შ ა!“- წერს რობერტ სტურუა.

 

 

big_banner
არქივი