logo_geo
რობერტ სტურუა: რა თავხედი ვარ, თოფი ხელში არ მჭერია და...
- +

8 თებერვალი. 2022. 13:15

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არ შეშინდეთ! ვიღაც ვერაგმა (მყავს ასეთები - როგორც ყველას) იხელთა დრო და გადამიღო! არავის არ ვემუქრებოდი, რეპეტიციაზე ვასწავლიდი მსახიობს, როგორ უნდა ეჭიროს თოფი! - მეცინება: რა თავხედი ვარ, თოფი ხელში არ მჭერია და სხვებს ვასწავლი?!

 

გადამიღო და გამომიგზავნა! მადლობა!

 

ვიცი, ვიღაცა შუბლს გამიხვრიტავს! ბარაქალა შენ, ძმაო!

 

ოღონდ არ დააგვიანო და კარგად დამიმიზნე! აბა, ჰე!“ - წერს რობერტ სტურუა.

 

 

big_banner
არქივი