logo_geo
ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილზე: ასეთი კაცი რომ გვყავს ქვეყნის სათავეში, ჩვენც ვიყოთ მადლიერები , დავინახოთ და დავაფასოთ, თორემ ყველას მოსაწონს ვერავინ გავაკეთებთ ვერაფერს
- +

23 თებერვალი. 2022. 19:51

 

 

„აი, პატარა სიკეთეს რომ გაუკეთებ და ათასჯერ მადლობის გადახდა არ დაეზარება, ათასჯერ გეტყვის, მოგეფერება და დაგანახებს, რომ მუდამ მადლიერია, ჰოდა, ასეთი კაცი რომ გვყავს ქვეყნის სათავეში ,ჩვენც ვიყოთ მადლიერები , დავინახოთ და დავაფასოთ, თორემ ყველას მოსაწონს ვერავინ გავაკეთებთ ვერაფერს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარაკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„როგორი კაცია ჩვენი პრემიერი?! აი, ისეთი, სამშობლო მარტო სკამზე რომ არ ახსენდება და ხალხზე მართლა რომ ნერვიულობს პოზირების გარეშე. როგორი მამაა ირაკლი ღარიბაშვილი?! აი, ისეთი, მისი შვილები რომ გიჟდებიან მამაზე და გვერდიდან არ სცილდებიან, ჩემი თვალით მინახავს, როგორი მეუღლეა ირაკლი ღარიბაშვილი? აი, ყველა ქალი რო ინატრებდა - ისეთი, მისი ცოლი მისთვის პირველ ადგილზეა და მის ღალატს რომ არ გაივლებს გულში, მინახავს მათი დამოკიდებულება და ვიცი, როგორი შვილია ირაკლი ღარიბაშვილი?აი, მშობლები მისთვის მისაბაძი რომ არიან და მუდამ მათი რიდი რომ აქვს, მე ჩემი თვალით ნანახს და ყურით გაგონილს ვიტყვი, ძალიან ვიწრო წრეში, სადაც არც ტელევიზიები უსმენდა, არც ამბის გამტანი იყო ვინმე, როგორ ლამაზად თქვა მამების სადღეგრძელო, მე თუ ვარ დღეს ისეთი , როგორიც ვარ, ეს მამაჩემი ტარიელის, ჩემი სიმამრი  თამაზის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაოო. (სხვათაშორის, მაშინ უკვე პრემიერი აღარ იყო). როგორი მადლიერება იცის ირაკლი ღარიბაშვილმა, იცით?! აი, პატარა სიკეთეს რომ გაუკეთებ და ათასჯერ მადლობის გადახდა არ დაეზარება, ათასჯერ გეტყვის, მოგეფერება და დაგანახებს, რომ მუდამ მადლიერია, ჰოდა, ასეთი კაცი რომ გვყავს ქვეყნის სათავეში, ჩვენც ვიყოთ მადლიერები, დავინახოთ და დავაფასოთ, თორემ ყველას მოსაწონს ვერავინ გავაკეთებთ ვერაფერს, უკმაყოფილო, დაუნახავი და კრიტიკოსი ოჯახშიც გვყავს და სამეგობროშიც. ჰოდა, მე ნაკლებად მადარდებს ჩემი პოსტი ვის მოსწონს და ვის არა, ისიც სულ არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემ ზურგს უკან, ერთი ვიცი -  ირაკლი და მისი ოჯახი არასდროს გამლანძღავს ზურგს უკან ზოგიერთივით და მთავარი ეს სიყვარულია ჩემთვის!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი