logo_geo
ზურაბ გაიპარაშვილი: არცთუ ცოტა ხელნაწერი მინახავს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მოუხდენია ისეთი დამთრგუნველი შთაბეჭდილება, როგორც ამ პაწაწინა ბარათს...
- +

25 თებერვალი. 2022. 17:25

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არცთუ ცოტა ხელნაწერი თუ საარქივო დოკუმენტი მინახავს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მოუხდენია ისეთი დამთრგუნველი, გულისშემძვრელი შთაბეჭდილება, როგორც ამ პაწაწინა ბარათს. წერილს ციხიდან უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტი შალვა შავიანიძე სწერს დედას. დოკუმენტებს თავისებური სუნი აქვთ, სიძველის, სარესტავრაციო ნივთიერების, ნესტის, მაგრამ ამჯერად პირველად ვიგრძენი ქაღალდს როგორ შეიძლება ჰქონოდა შემორჩენილი სასოწარკვეთისა და იმედის სურნელი.. სიკვდილის სუნიც!.. რამდენიმე ხნის წინ თსუ რექტორის მოადგილე ქალბატონმა ნინო ოკრიბელაშვილი ბიბლიოთეკაში გვესტუმრა მიტროპოლიტ ნაუმის შთამომავალთან მედიცინის დოქტორ ქალბატონ მარინა შავიანიძესთან ერთად, რომელმაც რამდენიმე წიგნი და დოკუმენტი გადმოსცა ბიბლიოთეკას, ეს პატარა კოლექცია შალვა შავიანიძესთან არის დაკავშირებული. შალვა 1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს იმ 17 ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა ედებოდათ ბრალად. მათ საქართველოს საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლება სურდათ, რეჟიმისგან, რომელმაც, 1921 წლის 25 თებერვლიდან დაწყებული, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - წერს ზურაბ გაიპარაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი