logo_geo
გოდერძი შარაშია: როცა ძეგლის ფასი იცი, ე. ი. გადარჩები
- +

10 მარტი. 2022. 12:37

 

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ციდან ბომბები როცა იყრება, როცა ქვემეხები ყველაფერს ანგრევენ და ამ დროს ერი ეროვნულ სიმდიდრეზე ფიქრობს და იცავს მას, ის აუცილებლად გადარჩება.

 

„როცა ძეგლის ფასი იცი, ესე იგი, გადარჩები. როცა ციდან ბომბები იყრება და ცდილობ  კულტურა გადაარჩინო, ესე იგი, გადარჩები. როცა ირგვლივ ქვემეხები ყველაფერს ანგრევენ, მაგრამ შენ  ეროვნულ სიმდიდრეს იცავ, ესე იგი, გადარჩები. მძიმე, მაგრამ სასწაული ფოტო -  ჰერცოგ დე რიშელიეს ძეგლი, ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და ოდესის გუბერნატორი 1803 წლიდან 1814 წლამდე“, - წერს გოდერძი შარაშია და ავრცელებს ფოტოს, სადაც აღბეჭდილია, როგორ იცავენ ოდესელები ძეგლს.

 

 

 

big_banner
არქივი