logo_geo
ჯანეტ ქერდიყოშვილი: მადლობა ყველა ქართველს, ვინც რამით მაინც ცდილობს უკრაინელების მხარდაჭერას
- +

16 მარტი. 2022. 12:50

 

 

ქართველი მოდელი, „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ჯანეტი რუსეთში დაიბადა და წლების განმავლობაში, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობდა.

 

„მე დავიბადე სანქტ-პეტერბურგში, აფხაზეთიდან დევნილი ჩემი მშობლების ოჯახში და სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, მოსკოვშიც ვცხოვრობდი, ახლა ვხვდები, რამდენად გამიმართლა, იქ რომ აღარ ვცხოვრობ.

 

დღეს რასაც რუსეთის ხელისუფლება სჩადის, ამას გამართლება არ აქვს და ყველა ის ადამიანი, ვინც მდუმარებით უყურებს, არანაკლები დამნაშავეა!

 

დღეს, აფხაზეთის ომის 30 წლისთავზე, ზუსტად ვხვდები და ვგრძნობ იმას, რასაც დედა განიცდიდა, გემით რომ ტოვებდა რუსული ტანკებით გარშემორტყმულ თავის მშობლიურ აფხაზეთს, ვხედავ, რასაც უკრაინელი დედები გადიან და განიცდიან.

 

24 თებერვლის შემდეგ, ასე მგონია, ჩვენც უკრაინაში ვიმყოფებით და ეს ომი ჩვენს წინააღმდეგაც არის. ამ ომს არასდროს ექნება გამართლება.

 

მადლობა ყველა ქართველს, ვინც რამით მაინც ცდილობს უკრაინელების მხარდაჭერას და მადლობა ამ მამაც გოგოს განსაკუთრებული მაგალითის ჩვენებისთვის, მათ შორის მდუმარებაში მყოფი რუსული ტელევიზიისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის!“ - წერს ჯანეტი.

 

 

big_banner
არქივი