logo_geo
ნიკოლოზ წულუკიძე: ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად
- +

21 მარტი. 2022. 11:56

 

 

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფება მოხალისედ. დღეს მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოსურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის დროშებიანი ჰუდების და სხვა აქსესუარებით სოლიდარობის გამოხატვას ჯობს, ის თანხა, რასაც მასში იხდიან, დახმარების სახით, უკრაინელ ხალხს გადაურიცხონ.

 

„რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ, სადაც კი საქართველოს დროშით გვხედავენ, მოდიან და მადლობას გვეუბნებიან, ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და ქართველები. გთხოვთ, ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც მართლა დახმარება გინდათ, გადარიცხეთ თანხა. ზოგიერთ ქალაქში ხალხი შიმშილობს. არ იშოვება საწვავი, წყალი, არ არის ელექტროენერგია...

 

P.S. ეს მოლდაველი ქალი ჩერნევცის საერთო საცხოვრებლის დირექტორია, 300 კაცი შეიფარა და წითელი ჯვრის დახმარების მიღებამდე ქუჩა-ქუჩა აგროვებდა დევნილებისთვის საკვებს. მესამე დღეა სირენა არ ჩართულა და ბუნკერში არ ჩავსულვართო. მის გმირობაზე „იმედის დღეში“ მოგიყვებით“, - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი