logo_geo
ჯაბა ხუბუა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბიჭებო!
- +

24 მარტი. 2022. 11:29

 

 

ქართველი ფეხბურთელების ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლას ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბიჭებო!

 

ყაზანის ,,რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ტულის „არსენალის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებენ, ისინი ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავენ.

 

ეს ფაქტი, მორალურის გარდა, წმინდა სპორტული და პრაგმატული კუთხითაც მნიშვნელოვანია: საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, მინიმუმ, ბათუმის „დინამოს“ მონაწილეობით გამართულ მატჩებს მაინც, მაყურებელი მოემატება; ბათუმურ კლუბს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე შორს წასვლის შანსი მიეცემა და, ვინ იცის, ჯგუფურ ეტაპსაც უწიოს.

 

შესაბამისად, პირადად ხვიჩას და ზურიკოსაც უჩნდებათ უფრო მეტი შანსი, კარიერა საშუალო ან საშუალოზე მაღალ ევროპულ კლუბში გააგრძელონ“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი