logo_geo
„რეალობა უფრო მძიმე და სასტიკი იყო“ - ვახტანგ მაისაია „ჰეროკრატიაში“ მისი გმირის შესახებ საუბრობს
- +

29 ნოემბერი. 2016. 14:17



„რთული და მძიმე საყურებელია სერიები, სადაც ასახულია ე.წ. მუხროვანის საქმის დეტალები და ჩემი ეპიზოდები. ბატონმა გოგამ კიდევ დაინდო ქართველი მაყურებელი, რადგანაც რეალობა უფრო მძიმე და სასტიკი იყო დახვრეტის იმიტაციის ჩატარებით, რომელიც გამოიყენეს ჩემს მიმართ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია წერს.


„ეს გახლდათ ბოლშევიკებისა და ნაცისტების ყველაზე „საყვარელი" წამების მეთოდი. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ გოგას და მის შემოქმედებით ჯგუფს ასეთი რეალისტური დოკუმენტური ფილმის წარმოჩენისთვის და 1000 მადლობა ჩემი როლის განმასახიერებელ მსახიობს, ზურა ნანობაშვილს. ის 1000%-ით ზუსტად გადმოსცემს ჩემს სახეს და მდგომარეობას. იმედია, რომ ჩვენ გავიცნობთ ერთმანეთს და პირადად შემეძლება, გადავუხადო მას მადლობა, ვაჩუქო ჩემი წიგნი „ჯაშუშის ჩანაწერები", სადაც დოკუმენტურად არის ასახული ჩემი წამებისა და საქმის ყველა დეტალი. აი, ეს არის სააკაშვილის (მისი როლის შემსრულებელი ზუსტად გადმოსცემს ამ პოლიტიკური გვამის ზუსტ ტიპაჟს და როგორც მე ვუწოდე, „პოლიტიკურ პინოქიოს"). ოდესის გუბერნატორობიდან მის გადაყენებაში თუკი შევიტანე წვილილი, მცირე, მაგრამ მაინც, სიცოცხლის ბოლომდე ამ გარეწარს სარეცელს გამოვუყვან, სადაც შეხვდები. თუმცა, გვამებს არ ეომებიან. უბრალოდ, მის გვამს უგდებენ ტურებს და ძაღლებს გამოკვებისთვის. იმედია, სააკაშვილის გვამსაც ვარლამ არავიძის ბედი ელის, რადგან, ის მართლაც არარაობაა", - წერს მაისაია.



ფოტოებზე: „ჰეროკრატიაში"  ყოფილ პოლიტპატიმარ ვახტანგ  მაისაიას როლის შემსრულებელი ზურაბ ნანობაშვილი და ვახტანგ მაისაია.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი