logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: აქამდეც უნდა ექნათ - თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
- +

29 ნოემბერი. 2016. 17:06



„პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ეს აქამდეც უნდა ექნათ. თუმცა საკითხს მინიმალისტურად მივუდგეთ - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასევე აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის თითოეულ ცალკეულ საკითხს - რათა სახელმწიფომ რაღაც დონეზე მაინც თავის თავზე აიღოს ინდივიდების და ოჯახების დაცვა თუნდაც საკუთარი გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯებისგან, რომელიც ცხადია, იმის ბრალია, რომ არავინ გვასწავლა ფინანსებთან და ბიზნესთან კვალიფიციური, ეფექტური და მართებული დამოკიდებულება. ეს მომენტი კი უნაკლოდ გამოიყენა ჩვენი საბანკო სისტემის მიღმა მოქმედმა „ინტელექტმა" ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც სხვა არაფერია, თუ არა მევახშის, გობსეკის დაუნდობელი ინსტინქტი", - წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.


 

 

 

big_banner
არქივი