logo_geo
ქეთი კოვზიაშვილი: დღეს ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი მთავარი ადამიანების დღეა
- +

1 ივნისი. 2023. 11:22

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა  ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

 

„დღეს ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი მთავარი ადამიანების დღეა. სწორედ იმ ადამიანების, ვის მშვიდ და უსაფრთხო მომავალზე, ლაღ ბავშვობაზე ზრუნავს ჩვენი უწყება და ამ უწყების ხელმძღვანელი.

 

გუშინ პოლიციელის დღე იყო, პოლიციელების რომლებიც სუფთა გულით უყვართ და ეიმედებათ ბავშვებს.

 

ტრადიციულად, ოფიციალური ღონისძიების შემდეგ ბევრი ასეთი ფოტო მიგროვდება ხოლმე და მიხარია, რომ დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს შემიძლია გაგიზიაროთ.

 

გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

https://www.facebook.com/keto.kovziashvili/posts/10075894519103030

 

 

big_banner
არქივი