logo_geo
გიორგი უძილაური: ნათლობები, ჯვრისწერები, კურთხევები და ცოდვების მიტევებები გავხადოთ უფასო
- +

1 დეკემბერი. 2016. 17:02



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძიალური სოციალურ ქსელში სასულიერო პირებთან და მათ მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს.


 

ძვირფასო სასულიერო საზოგადოებავ, მეუფეებს პენტჰაუზები და მილიონები რომ არ აღმოვუჩინოთ და ამით ეკლესიის მსახურთა ისედაც მზარდი დისკრედიტაცია ავიცილოთ თავიდან, ამისთვის საჭიროა ერთი მარტივი გადაწყვეტილება - ნათლობები, ჯვრისწერები, კურთხევები და ცოდვების მიტევებები გავხადოთ უფასო, ტაძრების სუპერმარკეტიზაციას წერტილი დავუსვათ და ის მიწები, რომლებიც ეკლესიას სახელმწიფოსგან მიუღია, გადაყიდვის ცდუნებისგან თავის დასაცავად ისეთ მეურნეობებად გადავაქციოთ, სადაც გაჭირვებულებიც დასაქმდებიან და ეკლესიასაც შემოსავალი ექნება", - წერს გიორგი უძილაური.

 



 

big_banner
არქივი