logo_geo
ლელა მირცხულავა: ევროპარლამენტარების წინაშე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო გზავნილით წარდგება!
- +

14 ივლისი. 2023. 10:29

 

 

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი როლი, ბატონმა ზურაბმა, საუნივერსიტეტო დიპლომატიის სახით, განსაკუთრებულ შესაძლებლობად აქცია“, - ასე ეხმაურება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლელა მირცხულავა ევროპარლამენტში უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ხონელიძის დაგეგმილ შეხვედრას და მისი წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ განხილვას.

 

„უპრეცედენტო მოვლენა: ევროპარლამენტარების წინაშე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო გზავნილით!

 

ცივილიზებულმა სამყარომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დიდიხნის წინ აღიარა, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული შეხვედრების, დიალოგის ორგანიზება, ბევრი ხელშემშლელი ფაქტორის გამო, დღემდე რთულ და მიუღწეველ პერსპექტივად მოჩანს, ამიტომაც უდიდესი პასუხისმგებლობაა წარმოაჩინო საკუთარი ქვეყნის, ხალხის, უნივერსიტეტის სამშვიდობო კურსი, განწყობა, სურვილი - კონფლიქტების მშვიდობიანი კუთხით მოგვარებისა, თან ეს რეგიონალური თვალთახედვით წარმოადგინო, ერთიანი კავკასიის - „მშვიდობის ქართული პარადიგმით!“

 

„საქართველო, რთული სამეზობლოთი… რელიგიურად, ისტორიულად და გეოგრაფიულად, იმ გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთის ეპიცენტრშია, რომელსაც არა მხოლოდ ქართული, არამედ სამხრეთ კავკასიური, საერთო კავკასიური, სოციო-კულტურული და პოლიტიკური სივრცე ჰქვია“, - აღნიშნავს ბატონი ზურაბი და ხაზს უსვამს კავკასიის ერთობას, რომელსაც შეუძლია უდიდესი გარდატეხა შეიტანოს მიმდინარე კონფლიქტებში!

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი როლი, ბატონმა ზურაბმა, საუნივერსიტეტო დიპლომატიის სახით, განსაკუთრებულ შესაძლებლობად აქცია: „სამი ძირითადი პრინციპი: თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული – ქვეყნის ძირითად ღირებულებებად უნდა იქცეს. საქართველომ უნდა იპოვოს ოქროს შუალედი მსოფლიოს მსხვილ მოთამაშე ქვეყნებთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა შევქმნათ სამშვიდობო სივრცე სამხრეთ კავკასიაში, უნდა დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი არის სწორედ ის სივრცე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში უდიდეს როლს შეასრულებს“.

 

მსგავსი პრეცედენტი - კონკრეტული წიგნის განხილვა, იქ ასახული საკითხების პრეზენტირება, მოსმენა, დისკუსია - ევროპარლამენტისთვისაც სიახლეა, ეს იმას ნიშნავს, რომ რექტორის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია სიახლესთან, უნიკალურობასთან ერთად, ინოვაციური მოვლენაა, რომლის განვრცობა, პრაქტიკაში დანერგვა, კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება!

 

წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელს, წინამძღოლს, რომელმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა, თითოეულ წარმომადგენელს, სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, რომლებიც ევროპარლამენტის დარბაზიდან მიმართავენ მსოფლიოს იმ სამშვიდობო ინიციატივებზე და სამშვიდობო კურსზე, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას!

 

რთულია, მაგრამ აუცილებელი, მშვიდობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ მიზნამდე, რომელსაც ერთიანი, თავისუფალი საქართველო ჰქვია!“ - წერს ლელა მირცხულავა.

 

 

big_banner
არქივი