logo_geo
მაკა რაზმაძე: ძეგლებს ვერჩით მგონი ძალიან
- +

1 დეკემბერი. 2016. 22:51



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„გენერალ მაზნიაშვილის ძეგლის ფოტოები შემხვდა facebook-ზე, აღშფოთებულია ხალხი - რას გავსო. კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი როცა დადგეს ვაკეში მაშინაც ასე იყო თურმე,მერე გალაკტიონის ძეგლზე ატყდა ერთი ამბავი-როგორ დაახვიეს და დაკლაკნესო.

 

ფიროსმანის ძეგლი მის შეურაცხყოფად ჩაითვალა-მერე უფრო აქეთ ბარათაშვილის ხიდზე ქანდაკებები,შუშის ხიდი ხომ საერთოდ ერის ღალატი იყო,თუმცა დღეს უმეტესობას უკვე აქვს ამ ხიდზე გადაღებული ლამაზი ფოტოები რაც თითქმის დედაქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.....ეს რაც უცებ გამახსენდა

 

ახლა მაზნიაშვილი... ძეგლებს ვერჩით მგონი ძალიან", - წერს  რაზმაძე.


 

 

 

big_banner
არქივი