logo_geo
ამირან ამირანაშვილი: მომავალ თაობაზე იფიქრეთ!
- +

2 დეკემბერი. 2016. 00:37


 

„თქვენი შვილი რომ მოვიდეს სახლში, დაბოლილი და ლაფშგადმობრუნებული - „გაგისწორდებათ"?", - ამ სიტყვებით რეჟისორი ამირან ამირანაშვილი სოციალურ ქსელში მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხალხი უნდა დაფიქრდეს.


„მე წინააღმდეგი ვარ - სადარბაზოს წინ რომ დაგხვდებიან ჯიგრები, ჩაცუცქულები და მასტერკას მოგაწოდებენ - აჰა ბიძა-ჯან დაგვეწვიეო - მაგრა „გაგისწორდებათ". ან თქვენი შვილი რომ მოვიდეს სახლში, დაბოლილი და ლაფშგადმობრუნებული - „გაგისწორდებათ"? მომავალ თაობაზე იფიქრეთ! ცოტა დავფიქრდეთ, ხალხო, თორემ მერე გვიან იქნება.

 

ევროპაში ასეაო. ევროპაში ქუჩებიც სუფთაა და ფანჯრებიდან ნაგავს არავინ ყრის. ქართველი მეფეები ეწეოდნენო - მიტომაც ვიყავით კარგად, სულ ორიოდე მეფეს თუ დაასახელებ მართლა რომ რაღაც გააკეთა. წადი რა შვილო, ღვინო დალიე, დაილოცე, ქალს მოეფერე, ჩაეხუტე, სვანეთი ნახე, ქუთაისში ხაჭაპური ჭამე, აჭარაში ზღვაში გაგრილდი, კახეთში ვენახში გაიარე, ვარძიაში შედი და დაფიქრდი. საერთოდაც დაფიქრდი, თავი იმიტომ გაბიათ.

 

გაიგეთ რა, ცოტანი ვართ ცოტანი და თუ სხვას ავყევით, ჩვენი კაცების საქმეს ჩამოსული ემიგრანტები გააკეთებენ. თქვენ კი მოწიეთ „პლანი" და წერეთ მერე თვალცრემლიანებმა თქვენი ტილიანი ლექსები უკვე თქვენივე ხელით დანგრეულ საქართველოზე", - წერს ამირანაშვილი.


 

 

 

big_banner
არქივი