logo_geo
ნიკა მელია: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა
- +

23 ოქტომბერი. 2023. 12:00

 

 

„არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:

 

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.

 

სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე, მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება.

 

ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე აკითხავს პარტიის დირექტორ კეზერაშვილს…

 

ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა…. და მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები…

 

ხოლო ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება…

 

არაფერი მესაქმება არსად, სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა მთავარი. ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი…

 

გამოვიყენებ სწორ ადამიანებთან სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს, ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში…

 

სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი…

 

ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი“, – წერს მელია „ფეისბუქზე“.

 

 

big_banner
არქივი