logo_geo
დათო ევგენიძე: გიგას გამოგონილი ასოციაცია კრებას მართავს და ხელოვანები მოტყუებით მიჰყავთ ვითომ ახალ ასოციაციაში
- +

27 ოქტომბერი. 2023. 15:02

 

 

გიგა კობალაძის მიერ „საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციის“ დაარსებას მუსიკოსი დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„საოცრებაა, ამ ადამიანს გიგა კობალაძეს, ისეთი ფანტაზიის უნარი აქვს, რატომღაც ჰგონია, რომ საქართველოში ყველა ბრმა, ყრუა და ვერ მიხვდებიან, რომ ეს ისევ გიგა კობალაძეა, რომელმაც 18 მილიონი მოჰპარა საქართველოს ხელოვანებს.

 

უკვე მერამდენე კომპანია შექმნა ავტორების ქურდობის გამო, სისხლის სამართალში გადაცემული GCA-ს მაგივრად.

 

როგორც მითხრეს, ხვალ ეს გიგას გამოგონილი ასოციაცია კრებას მართავს და ხელოვანები მოტყუებით მიჰყავთ ვითომ ახალ ასოციაციაში.

 

იმედია, რომ ეს მისი მხრიდან ბოლო მცდელობაა, რომ ხელოვანი ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და გადაიყვანოს ვითომ ახალ ასოციაციაში.

 

P.S. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ წინა შაბათს (21.10.2023) GNRA-ში ავტორთა დიდი შეკრება უნდა გამართულიყო, რომელზეც ორგანიზაციის მომავალზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, ფაქტია, ავტორებმა ახლა უფრო მეტი იციან თავიანთ უფლებებზე, ვიდრე კობალაძეს წარმოუდგენია და ისინი არ მივიდნენ შეკრებაზე, რატომაც მათ შეკრების გადადება მოუწიათ.

 

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, კობალაძის ახალი სიცოცხლე GNRA არცთუ ისე სუფთა ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას“, - წერს დათო ევგენიძე.

 

 

 

big_banner
არქივი