logo_geo
გელა ზედელაშვილი: ეგეთ „დამსახურებულ მოღვაწეებს“ სად პოულობთ?..
- +

11 ნოემბერი. 2023. 14:17

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

„იმედი“, რაღა დაგიმალოთ და... პერიოდულად თქვენც მაგრად უქანავებთ, აი!

 

ესე იგი, სტუდიაში მიუყვანიათ ვინმე პაატა და ეკითხებიან - ვაჟკაცი ხარო?

(ხო, მაგარი შეკითხვაა?)

 

ვინმე პაატა პასუხობს - არაო.

 

ვაშააააააა!

 

სიმართლე აღმოჩნდა, ვინმე პაატა მართლაც არ არის ვაჟკაცი. მისმა დაქალებმა - რას ამბობთ, ჩვენ უფრო ვაჟკაცები ვართ, ვიდრე პაატაო.

 

***

კი მაგრამ. რატომ არ არის პაატა ვაჟკაცი? მხოლოდ იმიტომ, რომ ქალოია ტიპია?

 

არა, მეგობრებო, პაატა იმიტომ არ არის ვაჟკაცი, რომ მას გააჩნია სულ სხვანაირი მენტალიტეტი... მაგალითად, მისთვის ამოუხსნელია, რატომ უნდა სცეს კაცმა ქალს პატივი, რატომ უნდა შევარდეს ჩხუბში, სადაც არაფერი ესაქმება და ასე შემდეგ.

 

პაატასთვის არ აქვს მნიშვნელობა, ქალია, კაცია, დიდია, პატარაა, მაგის გარჩევა მხოლოდ ვაჟკაცების ხელობაა.

 

***

მე არ ვიცი, ვინ არის ეს ვინმე პაატა, რას წარმოადგენს, რა პროფესიისაა, სად დაიბადა, სად გაიზარდა, რა ჩემი ფეხები უნდა... მე მხოლოდ ის მაინტერესებს, „იმედი“, რომელსაც ნორმალური რეიტინგი აქვს და სხვა „იაშიკებთან“ შედარებით მოსახლეობის ნდობა დაიმსახურა, ასეთ კიტრებს რატომ აპიარებს?

 

მაშ, კაცო, მაშ... ჩვენს გოგო-ბიჭებს სწორედ ასეთი „ავტორიტეტები“ უნდა აჩვენოთ, რომ მერე ვეღარ გაარკვიონ, რატომ უნდა სცენ პატივი ქალსა თუ მოხუცს!

 

***

„იმედი“!

ჩვენში დარჩეს და... ეგეთ „დამსახურებულ მოღვაწეებს“ სად პოულობთ, გაფიცებთ, გვითხარით, რა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი