logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა ფაქტობრივად გასცა ოპოზიციის შეთქმულება 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - თურმე კიდევ ერთი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან
- +

17 ნოემბერი. 2023. 16:49

 

 

„2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და ქვეყანას არ დააბრუნებს სისხლიან წარსულში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ევროპელმა ლობისტმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დააანონსა.

 

„დღეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ევროპელმა ლობისტმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დაგვიანონსა. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მისი შეფასებით, თურმე საარჩევნოდ ხალხის მიტინგების თავიდან ასაცილებლად კეთდება და ეს მიუღებელი ყოფილა მისთვის.

 

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უცხოელი კოლეგები ძალიან შორს წავიდნენ და ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურულ საკითხებშიც კი ერევიან. მეორე და უფრო საყურადღებო ის არის, რომ ვიოლა ფონ კრამონმა ფაქტობრივად გასცა ოპოზიციის შეთქმულება 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - თურმე კიდევ ერთი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან.

 

მსურს „დავამშვიდო“ ქართული ოპოზიციის ლობისტები უცხოეთში, მათ  რევოლუციური სცენარი აღარ დასჭირდებათ, რადგან მათივე ჩატარებული კვლევებით, მხოლოდ ნაცმოძრაობას შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. 1-2%-იანი პარტიები კი ქვეყანაში რევოლუციას ვერ აწყობენ.

 

სახალხო მღელვარებას ხალხი სჭირდება!  ხალხი კი მათ არ ჰყავთ!

 

2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და ქვეყანას არ დააბრუნებს სისხლიან წარსულში“, - წერს ხუნდაძე.

 

 

big_banner
არქივი