logo_geo
გელა ზედელაშვილი: როცა წარმოვიდგენ, რომ ეს გამოთაყვანებული ადრე ამ ქვეყნის მთავარი პოლიციელი იყო და მე კიდე ღამე მეძინა, თმა ყალყზე მიდგება
- +

19 ნოემბერი. 2023. 11:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, „ნაცმოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს.

 

„ახლა მეშინია, ეს დუნდუკი ოდესღაც შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო!

 

არ ვხუმრობ, როცა წარმოვიდგენ, რომ ეს გამოთაყვანებული ადრე ამ ქვეყნის მთავარი პოლიციელი იყო და მე კიდე ღამე მეძინა, თმა ყალყზე მიდგება, მბურძგლავს!

 

გუშინ თუ გუშინწინ ტელევიზორში ამტკიცებდა, ესენი რომ რუსები არიან, მოსახლეობამაც იცის და ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც იციან, მაგრამ საქართველო ხომ

 

არის ქართული და ევროპულიო? ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსები გავუშვათ და ევროპელები დავრჩეთო.

 

ესენიო, რუსებიო... ამ ხელისუფლებაზე იძახის.

 

წარმოგიდგენიათ?

 

ეკლესიაში „ურალით“ შევარდნილი და აფრასიძეთმჟლეტი ევროპელია, ხოლო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მომწერნი და კანდიდატის სტატუსმიღებულები - რუსები.

 

თან იძახის, ხელისუფლებაში კი არიან რუსები, მაგრამ დანარჩენი საქართველო ხომ არის ქართული და ევროპულიო?

 

ჯერ ერთი, თუ ხელისუფლება რუსულია და ხალხი ევროპელი, ეს ევროპელი ხალხი რუსულ ხელისუფლებას რათ ირჩევს?

 

მეორეც - თუ ხელისუფლება რუსულია, რატომ მოაწერა ხელი ასოცირებაზე, ვიზალიბერალიზაციასა და კანდიდატის სტატუსის მოთხოვნაზე?

 

თუმცა!

 

ამას წინებზე „ვივამედის“ ბინადარმა თქვა ერთი „,ბრძნული“ რაღაცა: ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ხალხის ზეწოლის შედეგად გააკეთაო... არ უნდოდაო, გააკეთებინესო.

 

არა, მაინც რას ჰგავს, ეს უპატრონო?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი