თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი გაიხსნა. თამრიკო ჭოხონელიძე ქართული ესტრადის სცენაზე 45 წელია მოღვაწეობს. ვარსკვლავის გახსნამდე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მომღერლის სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალმა სცენაზე ცნობილი კომპოზიტორების მუსიკები კიდევ ერთხელ გააცოცხლა და 20 საუკეთესო და ცნობილი სიმღერა შეასრულა.