logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვებში არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია. ე.ი. ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს
- +

9 აპრილი. 2024. 13:37

 

 

ნამდვილად არ ვიცი ვინ ჩაერთვება განხილვაში, მაგრამ ფაქტია, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის (უფლებები არაფერ შუაშია) წინააღმდეგ და რეალურად ჩვენი მომავალი თაობის, არასრულწლოვანებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით [განხილვაში] არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პროპაგანდის მხარეს დგანან.

 

„ე.ი. ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. ეს მარტივია. პასუხის არგაცემა აქ არ შეიძლება. აქ უნდა თქვა, პოზიცია გაქვს ან არ გაქვს. პოზიცია არ აქვთ კი არა, დგანან მეორე მხარეს. და თუ ამას ვაბრალებთ, მაშინ დააფიქსირონ პოზიცია, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკონსტიტუციო კანონპროექტს ამასთან დაკავშირებით“, - მიიჩნევს მდინარაძე.

 

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ განიხილავს. ხვალვე დეპუტატები მოამზადებენ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტს. მასზე პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას განიხილავს და დადგენილებით შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას.

 

 

big_banner
არქივი