logo_geo
მამუკა მდინარაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ჩემთვის პირადად ახალი საქმეები აღარ არის საჭირო, იმისთვის რომ მათ თაღლითობაში დავრწმუნდე
- +

9 აპრილი. 2024. 13:53

 

 

მამუკა მდინარაძე ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი ყოფილი ბიზნესპარტნიორის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც „ლელოს„ ლიდერებს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მან აღნიშნა, რომ მისთვის ეს ხაზარაძის თაღლითობის მორიგი მაგალითია.

 

„თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით, ასე კატეგორიულად შეიძლება ვერ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მათ შორის ამ პრეზუმფციული უფლებით უნდა ისარგებლოს ხაზარაძემაც, რომელიც მხილებული და უკვე დადასტურებულად მსჯავრდებულია თაღლითობაში. ოღონდ სასჯელი არ დაეკისრა, იმიტომ რომ ეს თაღლითობა ხანდაზმული იყო. ჩემთვის პირადად ახალი საქმეები აღარ არის საჭირო, იმისთვის რომ მათ თაღლითობაში დავრწმუნდე.

 

ხაზარაძე არის ადამიანი, რომელიც კომიტეტზე მე პირადად და ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ 18 მილიონამდე ისე ისესხა თავისი მეგობრისგან, რომ თურმე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ იმ მეგობარს მისი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი ეს თანხა იმ დღესო და ეს წლების შემდეგ გავიგეო. ადამიანი რომ ამას გიმტკიცებს, მერე ამ კაცთან დაკავშირებით შენი წარმოდგენისთვის მეტი არაფერია საჭირო“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ჰოლანდიელი ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 400 000 დოლარის დაბრუნებას სთხოვს. დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს. „იმედის კვირის“ ინფორმაციით, ეს თანხა ინვესტორმა „იმერეთი გრინერის“ განვითარებაში ჩადო, თუმცა, როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, ქართველმა პარტნიორებმა ინვესტორი მოატყუეს.

 

 

big_banner
არქივი