logo_geo
მამუკა მდინარაძე: ეკა გიგაურმა მიხედოს იმ თავის წილს 70 მილიონიდან, რომელიც კაცმა არ იცის, რა მავნებლობაში დახარჯა
- +

9 აპრილი. 2024. 14:13

 

 

„ეკა გიგაურმა მიხედოს იმ თავის წილს 70 მილიონიდან, რომელიც კაცმა არ იცის სად, რა მავნებლობაში დახარჯა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მდაბიო პიარ-კამპანია არ გაუვათ.

 

„შემთხვევითი კი არ არის, რატომ ვიცით ჩვენ 15 მილიონი, იმიტომ რომ ის 15 მილიონი, სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორც ჩანს, მოხმარდა რაღაც კარგ საქმეს და ამის ლეგიტიმაცია მათ პრობლემას არ უქმნიდა, მაგრამ 80-დან 90 პროცენტამდე რას მოხმარდა, აქ არის კითხვის ნიშნები. თუ არაფერი აქვთ დასამალი, რატომ მალავენ?! რატომ ეშინიათ ასე გამჭვირვალობის?! რა პლაკატს დასდევენ 15 თუ 10 თეთრიანს, რა დროს 10 თეთრიან პლაკატზე სირბილი და ჭმუნვებია. ხალხს უჭირსო, ხალხს მაშინ არ უჭირს 70 მილიონს ისე რომ ხარჯავენ, კაციშვილმა რომ არ იცის, რაშია დახარჯული?! 15 თუ 10 თეთრიან პლაკატებზე უჭირს ხალხს?! მდაბიო პიარ-კამპანია არ გაუვათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ ეშინიათ გამჭვირვალობის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი