logo_geo
ნინო წილოსანი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში
- +

10 აპრილი. 2024. 10:07

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს.

 

„საზოგადოება ადეკვატურად რეაგირებს საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდეს უცხოური ფინანსების შემოსავლისა და გამჭვირვალეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესს ვემსახუროთ. ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პრინციპი, ამ დასახელებით, თუ ლობისტების შესახებ კანონპროექტით, თუ სხვადასხვა ფორმით, მოქმედებს. გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

big_banner
არქივი