logo_geo
ირინე ლომინაძე: ამ მთავრობის დამსახურებაა თავისუფლება და ცენზურა არ არის, ეს რომ „ნაციონალების“ მთავრობა იყოს, ვფიქრობ, დოიაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი მეორე დღესვე აღარ იქნებოდა
- +

12 აპრილი. 2024. 01:33

 

 

„ყველაზე მთავარი რაც არის, ამ მთავრობის დამსახურებაა თავისუფლება და ცენზურა არ არის, თორემ ცენზურა რომ იყოს და ეს რომ „ნაციონალების“ მთავრობა იყოს, ვფიქრობ, დოიაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი მეორე დღესვე აღარ იქნებოდა", - ამის შესახებ ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჟვანიას გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ ფიქრობდა, რომ სააკაშვილის მთავრობა, სისხლში ჩაახრჩობდა საქართველოს.

 

„როდესაც გამოვიდა მსახიობი და თქვა, ერთი კაცის თავში მოფიქრებული კანონიო, მინიშნება იყო იმ ერთ კაცზე და ჩვენ ყველა მივხვდით. მინდა ვუთხრა, ამ თეატრს, რომ იმ ერთი კაცის გაკეთებულია ეს თეატრი, რომელიც ევროპული სტანდარტებისაა. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ მთავრობის დამსახურება თავისუფლებაა და ცენზურა არ არის, თორემ ცენზურა რომ იყოს, ვფიქრობ დოიაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი მეორე დღესვე აღარ იქნებოდა, ეს რომ „ნაციონალების“ მთავრობა იყოს. ჩვენ ოდნავაც რომ გავიფიქრებდით რამეს, დასჯილები ვიყავით, მე პირადად დასჯილი ვიყავი. ჟვანიას გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ უკვე გამიჩნდა აზრი, რომ ეს იყო ის მთავრობა, რომელიც სისხლში ჩაახრჩობდა საქართველოს. მე ამას ხმამაღლა ვამბობდი“, - აღნიშნა ირინე ლომინაძემ.

 

 

big_banner
არქივი