logo_geo
ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტის შინაარსში არ უნდათ შესვლა
- +

12 აპრილი. 2024. 14:38

 

 

„ჩვენ გავაანალიზეთ აშშ-ის გამოცდილება, საფრანგეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის. ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, გავაანალიზეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს კანონპროექტი ამ ანალიზის საფუძველზეა მომზადებული და ეს არის ქართული მოდელი", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შინაარსში შესვლა არ უნდა, რადგან არგუმენტი არ აქვს.

 

„დავანებოთ თავი სახელების დარქმევას, შინაარსობრივად არ უდგებიან ამ საკითხს, არამედ უდგებიან წმინდად პოლიტიკურად, პარტიულად და ამიტომ შინაარსში არ სურთ შესვლა. თუ ვინმეს უნდა შინაარსი შესვლა, კომიტეტზე მე უზრუნველვყოფ, რომ ყველა საღი აზრი მოვისმინოთ და ყველაფერს არგუმენტირებული პასუხი გავცეთ. როცა არგუმენტი არ აქვთ, როცა დეზინფორმაციას ავრცელებენ, მეტი ლუსტრაცია რა გინდათ?! ოპოზიციაში არიან, შექმნეს ენჯეოები, გაიარეს რეგისტრაცია და სოცქსელების მეშვეობით აზრის მდევნელებად გვევლინებიან. როგორ შეიძლება განსხვავებული აზრის მდევნელ ხალხს ჰქონდეს პრეტენზია ობიექტურობასა და შინაარსზე?“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

 

 

big_banner
არქივი