logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი, გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი
- +

12 აპრილი. 2024. 18:54

 

 

„ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  ყველამ უნდა წაიკითხოს „გამჭვირვალობის კანონი“, რადგან ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

 

„ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

big_banner
არქივი