logo_geo
თორნიკე მოლაშვილი გრიგორიადისის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებს, თავს უკვე ვეღარ აკონტროლებს
- +

13 აპრილი. 2024. 00:13

 

 

“ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებს, იმიტომ, რომ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებს და ასრულებს ვიღაცების დავალებას", - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

 

“იმის მომხრე არ ვარ, რომ ახალგაზრდობა ციხეში იჯდეს, მაგრამ მონეტას მეორე მხარე აქვს - იმ პოლიციელებს, იმ დაზარალებულ ხალხს რა პასუხს სცემს, ბოდიშს უხდის საერთოდ ვინმეს? რის მაგალითს აძლევს ხალხს - რომ ხვალ ანალოგიური დანაშაულის გამო შესაძლებელია, შეიწყალოს ის ადამიანები, ვინც შეიძლება, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს? მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებს იმიტომ, რომ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებს და ასრულებს ვიღაცების დავალებას. ამ ქალბატონთან მიმართებაში სასწრაფოდ რაღაც გადაწყვეტილებაა მისაღები”, - განუცხადა თორნიკე მოლაშვილმა “იმედინიუსს”.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.

 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

 

 

big_banner
არქივი