logo_geo
რატი იონათამიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: წაკითხული არ აქვთ და მაინც აფასებენ
- +

13 აპრილი. 2024. 21:11

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა  გამჭვირვალობის კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილს წაკითხულიც არ აქვს კანონპროექტი და ისე აფასებს.

 

კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ და მაინც აფასებენ. როდესაც ვეკითხებით რატომ, თავიანთი პასუხით ვფიქრობ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს, რადგან ამბობენ რომ „იმან მითხრა, ამან მითხრა“ და საბოლოოდ გამოდის, რომ მათი ამ პასუხების გამოყენება, კონკრეტული ადამიანების მხრიდან, პოლიტიკური პროპაგანდისა და ტირაჟირებისთვის ხდება, რომელსაც სინამდვილეში არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ გააჩნია. ჩემი თხოვნა იქნება - სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რადგან ნებით თუ უნებლიედ, სხვათა სპეკულაციის საგანი არ გახდეთ.

 

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, ჩვენ მათ მიმართ ღია ვართ და შეგვიძლია ვესაუბროთ იმ გამოწვევებზე რაც გვაქვს, იმ საჭიროებებზე რაც ქვეყანას გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც მხარდამჭერები იქნებიან გამჭვირვალობის პრინციპისა და ღირებულების“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან".

 

big_banner
არქივი