logo_geo
რატი იონათამიშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევამ, რომ საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ცივი წყალი გადაასხა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას
- +

14 აპრილი. 2024. 13:13

 

 

„მსოფლიო ბანკის კვლევამ, რომ საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ცივი წყალი გადაასხა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ამ მიმართულებით ჰქონდათ მათ აგებული და როგორც ჩანს, ახლა მათ მთლიანად გადაწყობა მოუწევთ", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი ჩვენი მოსახლეობის სასარგებლოდ იყოს განვითარებული. ამას ჩვენ გავაკეთებთ ყველა მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი მხრივ ჩვენი ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მაღალი ციფრებით არის წარმოჩენილი, რასაც ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტები მოწმობენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი