logo_geo
გია აბაშიძე: პრემიერის მიერ დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა დროულია
- +

14 აპრილი. 2024. 21:15

"პრემიერ კობახიძის დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ, არის ძალიან დროული - თუ დიპლომატები ღიად "პედაგოგობენ" ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე", - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

ანალიტიკოსი საჯარო დისკუსიის შეთავაზებას მმართველი გუნდის საზოგადოების ინტერესების შესაბამის კიდევ ერთი გაბედულ და დასაფასებელი ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სტანდარტული პასუხი, რომ ეს ელჩის კომპეტენცია არაა არ მიიღება.

 

"პრემიერ კობახიძის დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ, არის ძალიან დროული - თუ დიპლომატები ღიად "პედაგოგობენ" ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე. ვეღარანაირად მიიღება სტანდარტული პასუხი, რომ ეს ელჩის კომპეტენცია არაა და ა.შ. მაშინ რატომ "მოძღვრავენ" პარლამენტს თუ მთავრობას როგორ უნდა იმოქმედონ და რანაირად? მმართველი გუნდის საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კიდევ ერთი გაბედული და დასაფასებელი ნაბიჯი. ნებისმიერმა საგარეო აქტორმა უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ხალხის მიერ სამჯერ და აწი უკვე მეოთხედ ასარჩევი "ქართული ოცნებისთვის" ჩვენი ქვეყანა არაა "NGO Georgia"!", - წერს აბაშიძე.

 

 

big_banner
არქივი